Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-8 სამეცნიერო კონფერენცია - "XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა"

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა  2025 წლის 22 დეკემბერს ტრადიციულად გამართავს რიგით მე-8  სამეცნიერო კონფერენციას - "XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა". კონფერენციის მონაწილეთა სტატიები (რედაქტირებული) დაიბეჭდება ამავე სახელწოდების სამეცნიერო ჟურნალში -"XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა" #6. 

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  2025 წლის 30 ნოემბრამდე. თეზისები უნდა გააგზავნონ კონფერენციის ორგანოზატორთან ასოც. პროფ. თამარ შარაბიძესთან შემდეგ მისამართზე:  tamar.sharabidze@tsu.ge  

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

 

1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა თითოეულ ენაზე.


12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:

 

 ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

 სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

 ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

 ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

 ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.

თარიღი: 06/11/2025